თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 20 ქულა და 10 მოხსნა - ვირტუს ბოლონია თასიდან გამოვარდა

იტალიის საკალათბურთო თასის 1/4-ფინალში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ტურინში „რეჯინასთან“ 72:81 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

რაც შეეხება შენგელიას, ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და გამორჩეული მატჩიც ჩაატარა. მისი მონაგარი 20 ქულა, 10 მოხსნა, 2 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. თოკომ 6-დან 3 სამქულიანის ჩაგდება შეძლო.

„რეჯინას“ რიგებში ასევე 20 ქულით ლენგსტონ გლოვეი გამოირჩა.

ამრიგად, თოკო და „ვირტუსი“ იტალიის თასს დაემშვიდობნენ. შენგელიას კი სანაკრებო შეხვედრები ელის. კაპიტანი საქართველოში გამოფრინდება და 23 თებერვალს დანიასთან მატჩისთვის მოემზადება.

რაც შეეხება „ვირტუს ბოლონიას“ მომდევნო შეხვედრას, ის 29 თებერვალს ევროლიგაში „ვალენსიას“ წინააღმდეგ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მჯერა, ბევრ წარმატებას მივაღწევთ“ - ჯიკიჩის პირველი კომენტარი
„მჯერა, ბევრ წარმატებას მივაღწევთ“ - ჯიკიჩის პირველი კომენტარი