ევროპის ჩემპიონატი: გოგა ჩხეიძემ გამოსვლა მე-9 ადგილზე დაასრულა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: გოგა ჩხეიძემ გამოსვლა მე-9 ადგილზე დაასრულა

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს კიდევ ერთ ქართველი ძალოსანი ვიხილეთ.

კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე, ნაკრების მთავარი მწვრთნელს, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ამჯერად 67 კგ კატეგორიაში გოგა ჩხეიძე (67 კგ.) ვიხილეთ.

ატაცში ჩხეიძემ პირველ ცდაზე 128 კგ დააფიქსირა, მეორეზე 132 კგ, ხოლო მესამეზე 136 კგ-ს დაფიქსირება ვეღარ შეძლო.

ჩხეიძემ აკვრაში პირველ ცდაზე 157 კგ დააფიქსირა, მეორე ჯერზე 167 შეუკვეთა და სამწუხაროდ მისი დაძლევა ვერ შეძლო. მესამე ცდაზე 168 კგ-ზე გავიდა და ვერც მისი დაფიქსირება შეძლო.

ორჭიდის ჯამში 289 კგ დააფიქსირა და მე-9 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე გუშინ ჩაერთვნენ და პირველივე დღეს 4 მედლის მოპოვება შეძლეს. რამინ შამილიშვილმა ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა, შოთა მიშველიძემ კი ასევე ატაცსა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალონსოს მკვლელი ზიგზაგი! მაცარის სიმართლე კვარაზე!
ალონსოს მკვლელი ზიგზაგი! მაცარის სიმართლე კვარაზე!