ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბაჰრეინის ჩელენჯერი - ბასილაშვილი 18 წლის ჩოგბურთელთან დამარცხდა

ბაჰრეინის პრესტიჟულ 125-ქულიან ჩელენჯერზე ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის იაკუბ მენსიკს დაუპირისპირდა და ორ სეტში 3:6 4:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათი და 32 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში, მეექვსე გეიმამდე მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ, თუმცა მეექვსე გეიმში ჩეხმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

განსხვავებული არც მეორე სეტი გამოდგა, თუმცა ამჯერად ნიკოლოზმა თავისი ჩაწოდება მესამე გეიმში დათმო.

ამის შემდეგ, ბასილაშვილს 2-ჯერ ჰქონდა ბრეიკ პოინტი, თუმცა ვერ გამოიყენა და მატჩი დათმო.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 766-ე ადგილს იკავებს, ხოლო იაკუბ მენსიკი 129-ეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიაში არ იციან, ასეთ ფეხბურთელს როგორ მოექცნენ - კავანის ყოფილი აგენტი კვარაზე
იტალიაში არ იციან, ასეთ ფეხბურთელს როგორ მოექცნენ - კავანის ყოფილი აგენტი კვარაზე