რაგბის კავშირი, ლევან მაისაშვილი, რიჩარდ კოკერილი
Aa
Aa

ლევან მაისაშვილი რაგბის კავშირში მაღალი მიღწევების დირექტორად დაინიშნა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორად დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

კავშირის გვერდზე ვრცელდება სოსო ტყემალაძის კომენტარიც ვრცელდება:

„ლევან მაისაშვილი ქართული რაგბისა და საქართველოს მომავლის დიდი იმედია. მან შექმნა და დაწერა ის ისტორია, რომელიც გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე და თუ ყველანი ერთად დავდგებით, დიდი გამარჯვებებიც აუცილებლად მოვა. ლევანს ამ პოზიციით უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რისთვისაც პირადად მე მას მადლობას ვუხდი. ის არასდროს გაჩერებულა და უკვე დღეიდან შეუდგა ახალ სამუშაოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – ჩვენი ერთობა და გუნდურობა დიდ შედეგებს მოიტანს. მადლობა ლევანს განვლილი წლებისთვის და დიდი იმედით შევყურებთ მომავალს“, - აცხადებს რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

მაღალი მიღწევების დირექტორის მოვალეობებია: სანაკრებო ვერტიკალის შედეგები, ტურნირები, შეკრებები როგორც მთავარ ნაკრებში, ისე U20 და U18 ნაკრებებსა და 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებშიც. ასევე, „შავი ლომის“ ტურნირები და შეკრებები. ამასთან, შიდა ჩემპიონატის რეგლამენტი და ორგანიზება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სწორედ ლევან მაისაშვილის მწვრთნელობის დროს შეძლო 6 ერის ორი გუნდის - იტალიისა და უელსის ნაკრებების დამარცხება. თუმცა, გასულ წელს, მსოფლიო თასზე ნაჩვენები წარუმატებელი შედეგის გამო მაისაშვილმა თანამდებობა დატოვა, მის მაგივრად კი მთავარ მწვრთნელად ინგლისელი სპეციალისტი, რიჩარდ კოკერილი დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები