სტეფ კარი, გოლდენ სტეიტ უორიორსი, კევინ დურანტი
Aa
Aa

NBA: სტეფ კარის შოუ ოკლენდში - გოლდენ სტეიტმა ფინიქსს ბოლო წამზე მოუგო

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანახაობრივი და დრამატული მატჩი ვიხილეთ ოკლენდში, სადაც „გოლდენ სტეიტმა“ „ფინიქსს“ უმასპინძლა და 113:112 დაამარცხა.

შეხვედრის გმირი სტეფ კარი გახდა, რომელმაც ორი წამით ადრე სამქულიანი გაუშვა და ჩააგდო, რის შემდეგაც ანგარიში 113:112 გახდა. „ოქროს ბიჭუნამ“ ჯამში 33:52 წუთი ითამაშა, 30 ქულა ჩააგდო, 9 მოხსნა და 6 გადაცემა გაიფორმა.

„ფინიქსის“ მხრიდან 32 ქულით საუკეთესო დევონ ბუკერი იყო. კევინ დურანტს კი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 24 ქულა და 10 მოხსნა.

„გოლდენისთვის“ ეს მიჯრით მე-4 გამარჯვება იყო. ოკლენდელები 50 მატჩის შემდეგ 25 მოგებითა და 25 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან და საპლეიოფო ზონისთვის იბრძვიან.

„ფინიქსს“ კი 53 შეხვედრაში 31 მოგება და 22 მარცხი აქვს. მე-7 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლებელია კვარას ასეთი უნარებით ასე ცოტა გოლი გაჰქონდეს...“
„შეუძლებელია კვარას ასეთი უნარებით ასე ცოტა გოლი გაჰქონდეს...“