ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

გოლი ვარდნაში თავური დარტყმით | კიტეიშვილმა შტურმი წაგებას გადაარჩინა

ავსტრიის ჩემპიონატის მე-18 ტურში, სატურნირო ცხრილის ლიდერების დაპირისპირება გაიმართა. პირველ პოზიციაზე მყოფმა „ზალცბურგმა“ საკუთარ კედლებში მეორეადგილოსანი „შტურმი“ მიიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრა „ზალცბურგის“ უპირატესობით დაიწყო და მასპინძლებმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს. გრაცელთა კარი პეტარ რატკოვმა აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „შტურმმა“ მე-80 წუთზე გაათანაბრა. გრაცელთა მხრიდან, თავი ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც „ზალცბურგის“ კარი ვარდნაში განხორციელებული თავური დარტყმით აიღო და „შტურმს“ ქულა გადაურჩინა.

კიტეიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-მა „შტურმის“ რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება, 7.6 ქულა დაუწერა. ოთარი ბურთს 62-ჯერ შეეხო, 35-დან 27 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 18-დან 11 ორთაბრძოლა მოიგო და მის აქტივში 1 საკვანძო პასია.

ცნობისთვის, 18 ტურის შემდეგ, „შტურმს“ 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს. კიტეიშვილის გუნდი „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი 18 თებერვალს, „რაპიდის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაბრიასგან შორს | Sky Sport Italia კვარას პოზიციაზე მილანთან მატჩში
კალაბრიასგან შორს | Sky Sport Italia კვარას პოზიციაზე მილანთან მატჩში