ბათუმის დინამო, გაბრიელ რამუში
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - გაბრიელ რამოსი ბათუმის დინამოში ბრუნდება

ბრაზილიელი მარცხენა გარემარბი გაბრიელ რამოსი ბათუმის „დინამოში’’ ბრუნდება. ინფორმაცია 27 წლის მოთამაშემ CrystalSport-თან დაადასტურა. 

გაბრიელ რამოსი ბათუმის „დინამოში’’ 2018-19 წლებში თამაშობდა, აჭარულ კლუბში 55 მატჩში 9 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

„დინამოდან’’ წასვლის შემდეგ ბელარუსულ „ტორპედო-ბელაზში’’ (2020), ბრაზილიის სერია B-ს „ლონდრინაში’’ (2021), ლატვიურ „რიგასა’’ (2022) და სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგის „პუჩხონში’’ თამაშობდა. გასულ წელს კორეულ კლუბში 20 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

გაბრიელ რამოსი ბათუმის „დინამოს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, კორეულ კლუბთან კონტრაქტი გასული წლის მიწურულს დაუსრულდა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო თანხა 600 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები