მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი - საქართველოს მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი - საქართველოს მეტოქე ცნობილია

დღეს კიოლნში ფრენბურთის 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა შედგა, სადაც გაირკვა 11 წყვილი, რომელიც ფინალური საგზურისთვის იბრძოლებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები გათამაშებაში დასკვნითი ეტაპიდან (ფლეი ოფი) ჩაერთვება  და ავსტრიას დაუპირისპირდება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ვინაობა ორმატჩიან დუელში გაირკვევა. საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში თამაშს 8-9 მაისს ჩაატარებს, ხოლო მეორე მატჩი ავსტრიაში 11-12 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2025 წლის იანვარში  ხორვატიაში, დანიასა და ნორვეგიაში გაიმართება.

ვახტანგ მეიფარიანი:

„ავსტრია ძლიერი გუნდია, რაც ამ ევროპის ჩემპიონატმა დაამტკიცა. ისინი უკანასკნელ ტურამდე ინარჩუნებდნენ ნახევარფინალში გასვლის შანს. ფრედ ითამაშეს ისეთ გრანდებთან, როგორებიც არიან ესპანეთი, ხორვატია და გერმანია, მოუგეს უნგრეთს.

ხვალიდან დავიწყებთ მზადებას, ბიჭების დიდი იმედი გვაქვს. ვეცდებით ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ექნება თბილისურ მატჩში.“

კენჭისყრის შედეგები:

ფინეთი ლიეტუვის გამარჯვებული VS უნგრეთი

ბელგია იტალიის გამარჯვებული VS მონტენეგრო

საბერძნეთი VS ნიდერლანდები

რუმინეთი VS ჩეხეთი

ესპანეთი VS სერბეთი

ფარერის კუნძულები VS ჩრდილოეთ მაკედონია

სლოვენია VS შვეიცარია

პორტუგალია VS ბოსნია-ჰერცეგოვინა

ისლანდია VS ესტონეთი უკრაინის გამარჯვებული

პოლონეთი VS სლოვაკეთი ისრაელის გამარჯვებული

საქართველო VS ავსტრია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა ხელბურთელებმა ბოსნია & ჰერცეგოვინას მოუგეს
ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა ხელბურთელებმა ბოსნია & ჰერცეგოვინას მოუგეს