ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, ლუკა რავანელი
Aa
Aa

სერია A რეალური ხდება - კრემონეზეს გამარჯვება და ლოჩოშვილის წარმატებული დაბრუნება

სერია B-ს 22-ე ტურში „კრემონეზემ'' შინ „ბრეშა'' 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი 30-ე წუთზე არგენტინელმა გონსალო აბრეგომ გაიტანა, საგოლე პასი მასიმო კოდას ანგარიშზეა.

ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს'' სასტარტო შემადგენლობაში 4-მატჩიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, სერია B-ს ბოლო 11 მატჩში კი სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა. ლუკას სასტარტოში დაბრუნება მისი კონკურენტის, ლუკა რავანელის ტრავმამ განაპირობა.

ტრადიციულად, „კრემონეზემ'' სამი ცენტრალური მცველით ითამაშა, ლოჩოშვილი მარცხენა ცენტრალური მცველი იყო, მან რავანელის პოზიცია დაიკავა.

ლუკამ ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა, უხეში შეცდომა არ დაუშვია, თუმცა საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არაა, რაც უთამაშებლობის ფონზე ლოგიკურია. ბურთს 71-ჯერ შეეხო. მისი 64 პასიდან 56 ზუსტი იყო. მინდორზე 3 ორთაბრძოლიდან 1 მოიგო, მეორე სართულზე 3-დან 2 ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. თამაშის წესი ორჯერ დაარღვია, ბურთი 10-ჯერ დაკარგა.

„კრემონეზემ'' ბოლო 4 ტურიდან 3 მოიგო, 1 დათმო. რაც შეეხება მთლიანად სეზონს, 22-დან 12 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 5 მატჩში ქულა მოიპოვა და ასევე 5 თამაში დათმო. სერია B-ს სატურნირო ცხრილს „პარმა'' 45 ქულით ლიდერობს, „კრემონეზემ'' მეორე ადგილზე აინაცვლა, ლიდერს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. თუ „კრემონეზე'' პირველ ან მეორე ადგილზე გავა, სერია A-ში ფლეი-ოფის გარეშე აღზევდება.

„კრემონეზე'' შემდეგ ტურში აუტსაიდერ „ლეჩეს'' ესტუმრება (3 თებერვალი, 10:15).

ლუკა ლოჩოშვილმა სერია B-ს 22 ტურიდან სასტარტოში 9 მატჩი დაიწყო, ორჯერ ცვლილებაზე გამოვიდა, 10 მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ერთი შეხვედრა კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, მე-9 ტურში „კომოსთან'' გააძევეს. ზოგადად, არასტაბილური სეზონი აქვს, სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს, თუმცა რავანელის ტრავმის ფონზე სასტარტოში დაბრუნების კარგი შანსი აქვს. საინტერესოა რომ ლუკა რავანელის სერია A-ში არასდროს უთამაშია, ამ კუთხით ლოჩოშვილი მასზე გამოცდილია, თუმცა მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა უპირატესობას იტალიელს ანიჭებს.

ამ სეზონის დასრულების შემდეგ „კრემონეზეს'' შესაძლოა ოთარ კაკაბაძე შეუერთდეს, რომელსაც „კრაკოვიასთან'' კონტრაქტი ეწურება და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება (ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბა საზონოვი: ყველაფერი კარგად წარიმართა, შესაძლოა სასტარტოში მოვხვდე
საბა საზონოვი: ყველაფერი კარგად წარიმართა, შესაძლოა სასტარტოში მოვხვდე