არინა საბალენკა
Aa
Aa

AUS Open: არინა საბალენკამ ტიტული სეტის წაუგებლად დაიცვა

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მსოფლიოს მეორე ჩოგანი ბელაურის არინა საბალენკა და ჩინელი ქინვენ ჟენგი დაუპირისპირდნენ. საბალენკამ მეტოქეს 1 საათსა და 17 წუთში, ორ სეტში 6:3, 6:2 მოუგო და ტიტულის დაცვა შეძლო.

25 წლის ბელორუსმა ჩოგბურთელმა მთელი ტურნირი სეტის წაუგებლად მოიგო.

საბალენკასთვის ეს კარიერაში მეორე დიდი სლემის ტურნირია. ორივეჯერ მან ავსტრალიის ღია პირველობის მოგება შეძლო. ბელორუსი ისტორიაში შევიდა და ის 2013 წლის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც AUS Open-ი ზედიზედ მეორედ მოიგო. აქამდე ეს ასევე ბელარუს ვიქტორია აზარენკას ჰქონდა გაკეთებული - 2012-2013 წლებში.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა შორის ფინალი კვირას შედგება. მელბურნის კორტზე ერთმანეთს იანიკ სინერი და დანიილ მედვედევი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფუტსალი: უეფამ საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან მოგებაც გაუუქმა
ფუტსალი: უეფამ საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან მოგებაც გაუუქმა