ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

„ეს არ იყო შეცდომების პირველი შემთხვევა, ასეთი უკვე მრავლადაა“ - ლაპორტა რეალი-ალმერიაზე

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ესპანურ მედიასთან ინტერვიუს დროს ლა ლიგის მსაჯები გააკრიტიკა და მადრიდის „რეალის“ დახმარებაში დაადანაშაულა.

რა თქვა ლაპორტამ:

მსაჯების შეცდომა მხოლოდ კვირის მატჩში არ ყოფილა. ამ საკითხს უკვე ვაანალიზებთ, მაგრამ უკვე არის ასეთი შემთხვევების მთელი სერია, როდესაც ჩვენმა კონკურენტმა ქულები მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად დააგროვა. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ამას უკვე მიჩვეულები ვართ.

ყოველთვის ვებრძვით ისეთ საგნებს, რომელთა ბუნებაც ვიცით, მაგრამ ამჯერად ყველაფერი ზედმეტად ნათელი იყო, რის გამოც ფედერაციაში საჩივარი გავგზავნეთ.

ჩვენი ფეხბურთელების განწყობა ძალიან მაწუხებს. „ბეტისთან“ მატჩის ბოლოს, რომელიც კარგად ჩავატარეთ, დავინახე, რომ ისინი ბერნაბეუზე განვითარებულ მოვლენებს განიცდიდნენ. აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ.

მე ვარ პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს ასეთი სიტუაციებიდან გამოსვლას და ამის გამო ხმამაღლა უნდა ვისაუბრო, რადგან უსამართლობას ვხედავ. და როდესაც უსამართლობა ხდება, ის უნდა დავგმო. გვინდა, რომ პასუხისმგებელმა პირმა ასეთი სიტუაციებიდან თავის დასაღწევად შესაბამის ზომებს მიმართოს.

იმის გარდა, რომ „რეალის“ ორ გოლს წინ ჯარიმები უძღოდა, „ალმერიას“ გაუქმებული გოლის ეპიზოდში დავინახე, რომ ბელინგემი მეტოქეს მაისურზე ეჭიდავებოდა.

ამ ეპიზოდში კიდევ ერთი რამ შევამჩნიე. როდესაც ბელინგემი გაზონზე დაეცა, მსაჯის მზერას უყურებდა და ალბათ, ფიქრობდა: „ვნახოთ, მოვატყუე, თუ არა“. შემდეგ თამაში გაგრძელდა და გოლი გავიდა, რომელიც ჩემი აზრით წესების სრული დაცვით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში, მადრიდის „რეალი“ „ალმერიასთან“ 0:2 მარცხდებოდა, თუმცა, მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება შეძლო და 3:2 გაიმარჯვა. საზოგადოების ნაწილის აზრით, „სამეფო კლუბს“ გამარჯვებაში მთავარი მსაჯის არასწორი გადაწყვეტილებები დაეხმარა. 21 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილს 52 ქულით „ჟირონა“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი მადრიდის „რეალი“ იმყოფება. 44 ქულით მე-3 პოზიციაზე „ბარსელონაა“, მეოთხეზე კი 41 ქულით მადრიდის „ატლეტიკო“. უნდა აღინიშნოს, რომ „რეალს“, „ბარსასა“ და „ატლეტიკოს“ „ჟირონასთან“ შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

რეალი 3:2 ალმერია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები