ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„ვიღაცას უნდოდა რომ არ მოგვეგო“ | ვინისიუსის ეპიზოდი და რეალის სკანდალური მატჩი

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში, მადრიდის „რეალი“ „ალმერიას“ დაუპირისპირდა და სკანდალურ შეხვედრაში მოიგო. „სამეფო კლუბი“ 0:2-ს აგებდა, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე გატანილი გოლით იმარჯვა - 3:2.

„ბლანკოსის“ მოგებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მთავარმა არბიტრმა და ვიდეორეფერიმ უდიდესი კრიტიკა დაიმსახურეს. ესპანური გამოცემების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ვინისიუს ჟუნიორის მიერ, 67-ე წუთზე გატანილი გოლი მოექცა, რომლითაც ანგარიში 2:2 გახდა. თავდაპირველად, რეფერი ფრანცისკო ერნანდესმა ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, პოზიცია შეცვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვიდეორეფერისა და მთავარი არბიტრის დიალოგი გამოაქვეყნა, რასაც ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება მოჰყვა. ვიდეოში ჩანს, რომ VAR-მა ერნანდესს მომენტი მხოლოდ ორი რაკურსით ანახა, როცა პირდაპირი ტრანსლაციისას ეპიზოდის ამსახველი რამდენიმე რაკურსი აჩვენეს. ამ ფაქტს „ალმერიაც“ გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაინტერესდა, რატომ გამოიყენა VAR-მა მხოლოდ ორი რაკურსი, რომლებზეც ვინისიუსის მხრიდან ხელით თამაშში არ ჩანდა.

შეხვედრის შემდეგ, „ალმერიას“ ფეხბურთელი, მარკ პუბილი DAZN-ს ესაუბრა და მთავარი არბიტრი გააკრიტიკა: „შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და წინ ვიყავით, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ არ უნდა მოგვეგო და შეხვედრა ასე არ უნდა დასრულებულიყო. სულ ესაა“.

ცნობისთვის, „რეალს“ 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „სამეფო კლუბი“ მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს გამართავს და „ლას პალმასს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძემ სათამაშო დრო ვერ მიიღო | ორლანდომ მაიამის შანსი არ დაუტოვა
ბითაძემ სათამაშო დრო ვერ მიიღო | ორლანდომ მაიამის შანსი არ დაუტოვა