ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ITF: ბასილაშვილმა სანდერლენდში პირველი მატჩი მოიგო

როგორც მოგეხსენებათ, ნიკოლოზ ბასილაშვილი გაუარესებული ATP რეიტინგის გამო ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას ვერ იღებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა დიდ ბრიტანეთში, კონკრეტულად კი სანდერლენდში მიმდინარე ITF-ის ტურნირზე ითამაშა.

ნიკოლოზის მეტოქე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი პატრიკ ფლოუ იყო და ორ სეტში 7:6 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილმა მატჩი ცუდად დაიწყო და მესამე გეიმში საკუთარი ჩაწოდება დათმო, თუმცა უმალ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. პირველი სეტი ქართველმა ტაიბრეიკზე მოიგო.

რაც შეეხება მეორე სეტს, ნიკოლოზმა მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა, უპირატესობა მოიპოვა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა - 6:4.

ცნობისთვის, შემდეგ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ფორეიტეკსა და დურასოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ქართველი უკანასკნელად სწორედ ფორეიტეკს შეხვდა, რა დროსაც ტრავმა მიიღო და ნაადრევად შეწყვიტა მატჩი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუნთის მიკრო გარღვევა - ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ იქნება
კუნთის მიკრო გარღვევა - ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ იქნება