თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას ზურგი აწუხებს | როდის დაბრუნდება ქართველი კალათბურთელი

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ იტალიური კლუბის ბოლო შეხვედრა გამოტოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ზურგი აწუხებს და პარკეტს მიღმა გარკვეული დროის გატარება მოუწევს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ქართველი კალათბურთელი დაახლოებით 10 დღეს იუქმებს. იგი „ვირტუს ბოლონიას“ მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს, რომელსაც მისი გუნდი ევროლიგაზე, „ლიონ-ვილერბანის“ წინააღმდეგ გამართავს და სავარაუდოდ, 21 იანვარს, „ვარეზესთან“ მატჩშიც არ იქნება.

როგორც ირკვევა, 10 დღის შემდეგ, შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეამოწმებენ და გაირკვევა, ქართველი პარკეტზე დაბრუნებას უფლებას როდის მიიღებს. მას ტრავმა „თელ ავივის მაკაბისთან“ გამართული მატჩის შემდეგ აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონიას“ ევროლიგის მიმდინარე სეზონში 14 გამარჯვება და 7 წაგება აქვს. იტალიური კლუბი მესამე ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრა სტუმრად „ფენერბაჰჩესთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა“ | კვარას წარმომადგენლები ნაპოლის ბოსებს შეხვდებიან
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა“ | კვარას წარმომადგენლები ნაპოლის ბოსებს შეხვდებიან