სირილ ნგონგე
Aa
Aa

ნაპოლი კიდევ ერთ შემტევს იმატებს | მის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს იხდიან

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობს. იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, „პარტენოპეი“ „ვერონასთან“ შეთანხმების მიღწევასთან ერთ ნაბიჯშია და სირილ ნგონგეს იმატებს.

ნიკოლო შირასა და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ნაპოლი“ ნგონგეს სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება. იგი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებას გააფორმებს და მისი ანაზღაურება ყოველწლიურად 1.2 მილიონი ევრო იქნება.

ნგონგე ამპლუით მარჯვენა გარემარბია და ცენტრფორვარდად და მეორე თავდამსხმელად თამაში შეუძლია. სერია A-ს მიმდინარე სეზონში, მან მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 6 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. „ვერონას“ გარდა, მას „გრონინგენში, „ვალვაიკსა“ და „ბრიუგეში“ უთამაშია.

ცნობისთვის, ნგონგე მეორე შემტევია, რომელსაც „პარტენოპეი“ დაიმატებს. უახლოეს პერიოდში „ნაპოლი“ ჰამედ ტრაორეს ტრანსფერს გააოფიციალურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა“ | კვარას წარმომადგენლები ნაპოლის ბოსებს შეხვდებიან
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა“ | კვარას წარმომადგენლები ნაპოლის ბოსებს შეხვდებიან