ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი
Aa
Aa

FIFA The Best 2023 - რომელ ადგილზე გავიდა კვარაცხელია

გუშინ, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში FIFA-ს ტრადიციული დაჯილდოება - The Best 2023 გაიმართა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვერსიით, 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინის ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ ვარსკვლავი, ლიონელ მესი დასახელდა. 36 წლის ნახევარმცველმა ნომინაციაში ერლინგ ჰოლანდსა და კილიან მბაპეს აჯობა.

ამის გარდა, ცნობილი გახდა გასული სეზონის ტოპ 12 ფეხბურთელის ვინაობა და სასიხარულოა, რომ ათეულს საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ხურავს.

FIFA The Best-ის რეიტინგი:

  1. ლიონელ მესი
  2. ერლინგ ჰოლანდი
  3. კილიან მბაპე
  4. კევინ დე ბრუინი
  5. ვიქტორ ოსიმენი
  6. როდრი
  7. ხულიან ალვარესი
  8. ბერნანდუ სილვა
  9. ილქაი გიუნდოგანი
  10. ხვიჩა კვარაცხელია
  11. მარსელო ბროზოვიჩი
  12. დეკლან რაისი

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისაც იყო მოხვედრილი. ოქროს ბურთის საბოლოო რეიტინგში ქართველმა ფეხბურთელმა მე-17 პოზიცია დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA The Best-ის დაჯილდოება | ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა
FIFA The Best-ის დაჯილდოება | ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა