გერმანია დამარცხებულია - წინ საფრანგეთთან მე-9 ადგილისთვის მატჩია
Aa
Aa

გერმანია დამარცხებულია - წინ საფრანგეთთან მე-9 ადგილისთვის მატჩია

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 15:10 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სამი მეოთხედის განმავლობაში თანაბარი დაპირისპირება მიდიოდა, ხოლო უკანასკნელ მეოთხედში საქართველომ გაიბრწყინა.

საწყისი მეოთხედი საკმაოდ დაძაბული იყო და მხოლოდ 3 გოლი გავიდა, გერმანია 2:1 მოიგო. მეორე მეოთხედში „ჩვენებურები“ გააქტიურდნენ 5:4 მოიგეს და პირველი ტაიმი ფრედ 6:6 დასრულდა.

მეორე ტაიმი კვლავ გერმანელთა სასარგებლოდ წარიმართა და 3:2 გაიმარჯვეს. ბოლო მეოთხედში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ საქართველომ გაიბრწყინა. დეიან სტანოევიჩის შეგირდებმა 7:1 მოიგეს.

ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს წყალბურთის ნაკრები მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ყველაზე გამორჩეული დუშან ვასიჩი იყო, რომელმაც გერმანიის ნაკრებს 5 გოლი გაუტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: “მატჩის ბოლოს გამოიღვიძა, მაგრამ საკმარისი არ იყო“
იტალიური მედია: “მატჩის ბოლოს გამოიღვიძა, მაგრამ საკმარისი არ იყო“