ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

5 გოლი ბოლო ექვს მატჩში - ზივზივაძის მორიგი შედეგიანი შეხვედრა

ესპანურ შეკრებაზე „კარლსრუემ’’ ამხანაგურ შეხვედრაში შვეიცარიული „ლუცერნი’’ 3:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-8 წუთზე ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, მეკარის შეცდომით ისარგებლა. პირველი ტაიმი კრისტიან აიხნერის გუნდმა 1:0 მოიგო, შესვენების შემდეგ აიხნერმა ყველა ფეხბურთელი შეცვალა, მეორე ტაიმში ბუდუს არ უთამაშია.


შეგახსენებთ, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ოთხ მატჩში ზივზივაძემ 4 გოლი გაიტანა. მიმდინარე შეკრებაზე ორ ამხანაგურ მატჩში 1 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, ბოლო ექვს მატჩში მის აქტივში 5 გოლია.

„კარლსრუე'' ესპანურ შეკრებაზე შემდეგ ამხანაგურ მატჩს „ნიურნბერგთან'' ჩაატარებს, შემდეგ გერმანიაში დაბრუნდება და მეორე ბუნდესლიგაში წლის პირველ მატჩს შინ „ოსნაბრიუკთან'' ჩაატარებს (19 იანვარი, 21:30).

18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე'' 21 ქულით მე-12 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები