საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

მარცხი საბერძნეთთან - საქართველო 1/4 ფინალისთვის იბრძოლებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა საბერძნეთის წინააღმდეგ გამართა და სანახაობრივ ბრძოლაში 9:18 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ბერძენი წყალბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ, საქართველოს ნაკრებმა კი მეტოქეს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მესამე პერიოდში გაუწია, რომელიც ფრედ 3:3 დასრულდა, დანარჩენი სამი პერიოდი კი ბერძნების გამარჯვებით დასრულდა.

ჩვენმა მეტოქემ პირველი მეოთხედი 5:2 მოიგო, მეორე პერიოდში 6:3 გაიმარჯვა, მესამე პერიოდი ფრედ, 3:3 დასრულდა, დასკვნითი მეოთხედი კი კვლავ ბერძნების გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

ამ მარცხით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 0 მოგებით ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა ტურნირზე ასპარეზობა არ დაუსრულებია. იმის გამო, რომ ქართველი წყალბურთელები A დივიზიონში ასპარეზობდნენ, მეოთხედფინალურ ეტაპზე გასასვლელ საპლეიოფო შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღეს, მეტოქე კი დიდი ალბათობით, რუმინეთის ნაკრები იქნება. მატჩი 11 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი | საქართველომ იტალიასთან 5:22 წააგო
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი | საქართველომ იტალიასთან 5:22 წააგო