მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: “სხვა გუნდში თამაში ბევრად ადვილია, ვიდრე მანჩესტერში“

როგორც მოგეხსენებათ, ჯეიდონ სანჩო სულ მალე „მანჩესტერ იუნაიტედს“ იჯარის წესით დატოვებს და კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს. დონი ვან დე ბეეკი კი დიდი ხანია „წითელი ეშმაკების“ პრობლემა გახდა და გამუდმებით განათხოვრებულია.

„იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ორივე ფეხბურთელზე ისაუბრა და ახსნა, თუ რატომ ვერ გაამართლეს მათ.

ტენ ჰაგი:

„ვფიქრობ, თითოეული ფეხბურთელი საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყოს. ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით ვიცი. პრემიერ ლიგა რთულია, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში კიდევ უფრო რთული. ნებისმიერ გუნდში უფრო ადვილია თამაში, ვიდრე აქ.

ფეხბურთელებმა საკუთარი თავის უნდა ირწმუნონ. თუ გადალახავენ ეს იქნება უდიდესი გამოწვევა, რომელიც კარიერაში შეიძლება ჰქონდეთ, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი“ საუკეთესო ადგილია საკუთარი თავის წარმოსაჩენად. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვან დე ბეეკმა და სანჩომ ვერ მოახერხეს.“

შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩოს დიდი ხანია ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი აქვს და ამის გამო ის პირველ გუნდს ჩამოაშორეს. რაც შეეხება „იუნაიტედს“, ინგლისურ გრანდს საკმაოდ ცუდი სეზონი აქვს. „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში დარჩნენ, ხოლო პრემიერ ლიგაში 31 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგენტი: “ტენ ჰაგმა არასწორი ტრანსფერები გააკეთა“
აგენტი: “ტენ ჰაგმა არასწორი ტრანსფერები გააკეთა“