თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

„ეს იყო ჩვენი გამარჯვების გასაღები“ - შენგელიამ ბაიერნთან მატჩი შეაფასა

საქართველოს ნაკრებისა და „ვირტუს ბოლონიას“ ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე, „ბაიერნთან“ შთამბეჭდავი მატჩის შემდეგ კომენტარი Skysport-ის მიკროფონთან გააკეთა და განვლილი შეხვედრა შეაფასა.

რა თქვა შენგელიამ:

ეს გამარჯვება ჩვენი ხასიათისა და იდენტობის ნაწილია. საკუთარ მოედანზე, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ყოველთვის სიამოვნებით ვთამაშობთ, ეს მართლაც განსაკუთრებულია და დიდ ენერგიას გვაძლევს, განსაკუთრებით ბოლოსკენ. მეორე ტაიმში მტკიცე და თანმიმდევრულნი ვიყავით, დაცვაში თამაში კი ბევრად გავაუმჯობესეთ. ეს იყო ჩვენი გამარჯვების გასაღები.

შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მე-18 ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ 2 ქულის სხვაობით, 85:83 დაამარცხა, თორნიკე შენგელიამ კი 32 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 18 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, შეხვედრის ბოლოს კი ქართველი კალათბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ევროლიგაზე „ვირტუს ბოლონიას“ 13 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 3 მოგებით ჩამორჩება. გათამაშებაში ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 იანვარს, სტუმრად „ალბა ბერლინის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები