ლონდონის არსენალი, მალხაზ ასათიანი, ვალერი ფილატოვი
Aa
Aa

მის წინაშე დამნაშავე ვარ - რატომ არ გადავიდა ასათიანი არსენალში

მოსკოვის „ლოკომოტივის’’ ყოფილმა პრეზიდენტმა ვალერი ფილატოვმა Sport Express-თან ინტერვიუში მალხაზ ასათიანზე ისაუბრა. ფილატოვის თქმით, ასათიანის მიმართ ლონდონის „არსენალს'' რეალური ინტერესი ჰქონდა.

კითხვაზე ლონდონის „არსენალს’’ სურდა თუ არა ასათიანის ყიდვა, ფილატოვი ამბობს: „ვიცოდი რომ ბრიტანული კლუბის მხრიდან ინტერესი იყო, ეს ინფორმაცია ქუთაისის „ტორპედოს’’ ყოფილი პრეზიდენტისგან, ზურაბ ხინიკაძისგან შევიტყვე. ასათიანის „ტორპედოდან’’ მოსკოვის „ლოკომოტივში’’ გადასვლის შემდეგ ხინიკაძემ ასათიანზე ზრუნვა გააგრძელა. როცა ხინიკაძე მეუბნებოდა, რომ „არსენალი’’ ოფიციალურ წინადადებას ამზადებდა, მას საუბარი შევაწყვეტინე: „არაა საჭირო, მოდი მოვიცადოთ...''.

ასათიანი ჩვენი გუნდის დაცვის ცენტრში თამაშობდა, მისი დაკარგვა არ გვსურდა. ამგვარად, მის გაყიდვაზე მოლაპარაკება არ დავიწყე, ეს ჩემი შეცდომა იყო.

მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ. ლონდონის „არსენალში’’ იმიჯის მხრივაც უნდა გაგვეშვა. ასათიანისა და იზმაილოვის ტრანსფერი ძალიან დიდი რეკლამა იქნებოდა’’.

მალხაზ ასათიანი 2003-10 წლებში მოსკოვის „ლოკომოტივში'' თამაშობდა, 2008-09 წლებში იჯარით კიევის „დინამოში'' გამოდიოდა. ასათიანმა კარიერა 29 წლის ასაკში მოსკოვის „ლოკომოტივში'' დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები