ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კვარასა და ნაპოლის შეთანხმება ახლოსაა - ხანგრძლივობა და ანაზღაურების ოდენობა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოსაა.

Napolipiu შირაზე დაყრდნობით წერს, რომ მამუკა ჯუღელი და დე ლაურენტისი შეთანხმებასთან ახლოს არიან. ხვიჩას ხელშეკრულება 2028 წლამდე გაგრძელდება და +1 წლით კიდევ გახანგრძლივების შესაძლებლობაც იქნება, თუ ორივე მხარის შეხედულებები დაემთხვევა.

რაც შეეხება ანზღაურებას, წყაროს თანახმად ის 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამჟამად კვარა 1.2 მილიონს იღებს.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმების შემთხვევაში ახალი კონტრაქტი ძალაში ზაფხულიდან შევა. ანალოგიური ვითარებაა ოსიმენის შემთხვევაშიც, რომელიც კლუბთან თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმდა და მოსალოდნელია, რომ მისი ანაზღაურება 10 მილიონამდე გაიზრდება.

მთავარი ის არის, რომ ორივე ხელშეკრულება ძალაში არა ახლა, არამედ ზაფხულიდან შევა. ოსიმენის კონტრაქტში გამოსასყიდი ღირებულება 130 მილიონი უნდა ჩაიწეროს. დაახლოებით ამდენივე იქნება კვარაცხელიას გამოსასყიდიც, რაც კლუბს საშუალებას მისცემს ზაფხულში მშვიდად იყოს და ორივე ლიდერის შესაძლო გაყიდვისგან გამოწვეული პრობლემები თავიდან აირიდოს, რადგან ბიუჯეტში სოლიდური თანხა შეუვათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული გამარჯვება - საქართველომ დაუმარცხებელი პორტუგალია დაამარცხა
ისტორიული გამარჯვება - საქართველომ დაუმარცხებელი პორტუგალია დაამარცხა