მანჩესტერი არსენალის ნაცად ხერხს მიმართავს - უფრო მკაცრი მიდგომა კონტრაქტებზე
Aa
Aa

მანჩესტერი არსენალის ნაცად ხერხს მიმართავს - უფრო მკაცრი მიდგომა კონტრაქტებზე

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ფეხბურთელთა ხელშეკრულებების მიმართ მიდგომის გამკაცრება სურს. კლუბში თვლიან, რომ მკაცრი ზომების მიღება გუნდს სასიკეთოდ წაადგება.

Sky Sports-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმების პროცესში უფრო მკაცრი იქნება. კლუბის მიზანია პრიორიტეტული იყოს სწორად შერჩეული კულტურა და სტრატეგია ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით. ეს გახდება კლუბის სტრატეგიის ნაწილი მას შემდეგ, რაც INEOS შეისყიდის 25 პროცენტიან წილს.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილოს ფეხბურთელების სტილზე, ამაში იგულისხმება მათი სათამაშო სტილი და ასევე პერსონალურად ხასიათი. „არსენალი“ ამ მხრივ „მანკუნიანელთათვის“ სამაგალითოა.

„ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები თვლიან, რომ ლონდონურმა კლუბმა თავისი მაგალითით აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაწყვეტა მათი გაყიდვის ნაცვლად, დაეხმაროს გუნდის აღდგენაში და უკეთესი ატმოსფეროს შექმნაში. მიკელ არტეტას მოსვლის შემდეგ, „არსენალმა“ მესუთ იოზილს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს და ნიკოლას პეპეს კონტრაქტები გაუწყვიტა. ის, თუ როგორ დაეხმარა მკვეთრი ცვლილებები არტეტას გუნდის აღდგენაში, არის ის, რაც INEOS-ს ნამდვილად მოსწონს.

INEOS-ს სურს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კონტრაქტების უსარგებლო გახანგრძლივების პრაქტიკა შეწყვიტოს - ეს არ მოხდება, თუ მასში საფეხბურთო აზრი არ იქნება. წარსულში კლუბი ფეხბურთელებთან კონტრაქტებს მხოლოდ იმიტომ აგრძელებდა, რომ მათი ფასი არ დაცემულიყო, ან ისინი კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით არ წასულიყვნენ.

ეს დღეს ითვლება ერთ-ერთ მიზეზად, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ასე უჭირს ზედმეტი ფეხბურთელების მოშორება და გაყიდვებიდან ფულის გამომუშავება. სამომავლოდ კონტრაქტების 12 თვით გახანგრძლივების სტანდარტული ვარიანტიც გაუქმდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისს 2019 წელს ნათქვამი გაუხსენეს | ნაპოლის ისტორიული ფიასკო
დე ლაურენტისს 2019 წელს ნათქვამი გაუხსენეს | ნაპოლის ისტორიული ფიასკო