ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

დე ლაურენტისს 2019 წელს ნათქვამი გაუხსენეს | ნაპოლის ისტორიული ფიასკო

იტალიის თასის მერვედფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ სრული ფიასკო განიცადა და საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში 0:4 განადგურდა.

ნეაპოლელთა კრახი ისტორიული ანტირეკორდი აღმოჩნდა. OptaPaolo-ს ინფორმაციით, იტალიის თასის ეგიდით, „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში 4 ან უფრო მეტი ბურთით 1958 წლის შემდეგ არ წაუგია. მაშინ „პარტენოპეი“ „ლაციოსთან“ იმავე ანგარიშით დამარცხდა - 0:4.

„ფროზინონესთან“ წაგების შემდეგ, „კვარას“ გუნდის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს 2019 წელს გაკეთებული განცხადება გაუხსენეს. მაშინ ნეაპოლელთა პირველმა პირმა „კანარინი“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისნაირი გუნდი სერია A-ში არ უნდა თამაშობდეს.

„რატომ არის ფროზინონე სერია A-ში? ისინი გულშემატკივრებს ვერ იზიდავენ, ვერც ინტერესს აჩენენ და მათი თამაშის გაშუქება ტელევიზიებსაც არ სურთ. სერია A-ში გადმოდიან, კონკურენციას ვერავის უწევენ და შემდეგ უმაღლესი დივიზიონიდან ვარდებიან. თუ წინააღმდეგობას ვერავის უწევენ, ჯარიმა უნდა გადაიხადონ და ფული არ უნდა მიიღონ“.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შედეგად, „ფროზინონემ“ იტალიის თასის 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, „ნაპოლი“ კი გათამაშებას გამოეთიშა. გიორგი კვერნაძის გუნდის მეტოქე „იუვენტუსსა“ და „სალერნიტანას“ შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს“ - დი ფრანჩესკო კვერნაძეზე
„ასე უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს“ - დი ფრანჩესკო კვერნაძეზე