ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

როგორ შეაფასა იტალიურმა მედიამ კვარაცხელიას და კვერნაძის თამაში

იტალიის თასის 1/8 ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.

ვალტერ მაცარიმ ხვიჩას დასვენების შესაძლებლობა მისცა და მოედანზე მე-60 წუთზე გამოიყვანა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. გიორგი კვერნაძე კი „ფროზინონეს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა. ეუსებიო დი ფრანჩესკომ 20 წლის ქართველი შემტევი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გავლენიანმა იტალიურმა სააგენტოებმა ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასეს.

Eurosport

ხვიჩა კვარაცხელია - 5.5 ქულა: მოედანზე შემოსვლისთანავე ადგილის დამკვიდრება სცადა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

გიორგი კვერნაძე - 5.5 ქულა: ორი დაფარული ჩაწოდება კუთხურიდან, განსაკუთრებული არაფერი. ტაიმი ყვითელი ბარათით დაასრულა, რის გამოც დი ფრანჩესკომ მეორე ტაიმის სტარტზევე შეცვალა.

Calciomercato

კვარაცხელია - 5.5 ქულა: რეალური შედეგის გარეშე ცდილობდა განათებას.

გიორგი კვერნაძე - 6 ქულა: ეს ნამდვილად არ იყო მისი როლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მეხუთე უინგ-ბექის მოთამაშედ თავი კარგად წარმოაჩინა. არაპოზიციურ ფაზებში უფრო აქტიურობდა.

Tuttomercatoweb

ხვიჩა კვარაცხელია - 5 ქულა: „ნაპოლის“ შეტევით ფაზაში ვერაფერი შემატა.

გიორგი კვერნაძე - 5.5 ქულა: არ უთამაშია თავის პოზიციაზე და მოედანზე უინგ-ბექის პოზიციაზე მოგვევლინა. ამ როლის მორგება გაუჭირდა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ბურთს კარგად ფლობდა, მაგრამ თამაშს ვერ ამწვავებდა.

Footballnews24

კვარაცხელია - 5 ქულა.

გიორგი კვერნაძე - 5.5 ქულა: სამი შემტევიდან ის იყო ერთადერთი, რომელიც თამაშში ვერ ჩაერთო. ბურთს ბევრჯერაც არ შეხებია. მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალეს, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო.

ამ გამარჯვების შედეგად, „ფროზინონემ“ იტალიის თასის 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, „ნაპოლი“ კი გათამაშებას გამოეთიშა. გიორგი კვერნაძის გუნდის მეტოქე „იუვენტუსსა“ და „სალერნიტანას“ შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოდიში ქომაგებს, ეს მიუღებელია - მაცარიმ მძიმე მარცხზე ისაუბრა
ბოდიში ქომაგებს, ეს მიუღებელია - მაცარიმ მძიმე მარცხზე ისაუბრა