გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ზამთარში წასვლა გამორიცხულია“ | მამარდაშვილი ინტერის რადარზე

ესპანურმა გამოცემამ, Todofichajes-მა „ვალენსიას“ სატრანსფერო გეგმებსა და გიორგი მამარდაშვილის მომავალზე დაწერა. ქართველი მეკარე რამდენიმე გრანდის რადარზე იმყოფება და ერთ-ერთი მათგანი „ინტერი“ გახლავთ, რომელიც მისით სერიოზულადაა დაინტერესებული.

Todofichajes-ის მიხედვით, გამორიცხულია, „ვალენსიამ“ მამარდაშვილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაუშვას. სამაგიეროდ, მისი ზაფხულში გაყიდვა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. „მამარდა“ „ღამურების“ ყველაზე ძვირადღირებული აქტივია და როგორც ესპანური გამოცემა აცხადებს, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გიორგი კარიერას იტალიაში განაგრძობს.

Todofichajes-ის ცნობით, „ინტერმა“ მამარდაშვილი ნომერ პირველ სამიზნედ დაისახა. „ნერაძური“ ეძებს გოლკიპერს, ვისი იმედიც გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება და მილანური კლუბის ხელმძღვანელები თვლიან, რომ იან ზომერი მხოლოდ დროებითი გამოსავალია.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „ღამურებმა“ ფასს მოუმატეს და გიორგის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს მიღება სურთ. „ინტერი“ 35 მილიონს ჩამოვა, რაც მამარდაშვილის გადაბირების მსურველთა სიმრავლისა და დიდი კონკურენციის გამო, საკმარისი არ იქნება. Todofichajes-ის მიხედვით, ზაფხულში გიორგის გადასაბირებლად დიდი ბრძოლა გაჩაღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 26 წუთი, დაფარებები და ჩაჭრები | ორლანდომ ბოსტონთან მეორედ წააგო
ბითაძის 26 წუთი, დაფარებები და ჩაჭრები | ორლანდომ ბოსტონთან მეორედ წააგო