ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ყოველგვარი ჭუჭყი ჩამოიშორა“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე

სერია A-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ“ შინ „კალიარის“ 2:1 მოუგო. კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი დაბრუნდა. გატანა ორივე მათგანმა შეძლო.

მატჩის შემდეგ, ხვიჩას მორიგ კარგ მატჩს იტალიური პრესა გამოეხმაურა:

Corriere dello Sport: „გარისკე და უფრო უფრო მეტი გაბედე კვარა - ნაპოლი დაბრუნდა!“

Calcionapoli1926: „რა უნდა ვთქვათ კვარას შესახებ? ის დაბრუნდა! ოსიმენის გოლშიც მიიღო მონაწილეობდა, შემდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. დღეს უფრო მშვიდად და თავისუფლად გამოიყურებოდა, გონებრივადაც და ფიზიკურადაც“.

Tuttomercatoweb: „პირველივე წუთებიდანვე ჩანდა, რომ ეს მისი საღამო იყო. მატჩის მსვლელობისას თითქოს ისევ ბოლო დროინდელ სასოწარკვეთას მიეცა, თუმცა გოლის მომენტში მისი დარტყმის შემდეგ, ყოველგვარი ჭუჭყი ჩამოიშორა. მარადონა თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა“.

Tuttonapoli: „ფეხებში უამრავჯერ მოხვდა. მატჩი კარგად დაიწყო და დრიბლინგებს ასრულებდა. უხეშობის მიუხედავად კვარა არასდროს ჩერდება. ქირურგიული სიზუსტით შესრულებული დარტყმა და გოლი. ეს მისთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო“.

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ვალტერ მაცარის გუნდს მომდევნო ტურში რომში ურთულესი მატჩი ელის - სტუმრად (23 დეკემბერი) უშუალო კონკურენტთან, ჟოზე მოურინიოს „რომასთან“.

კვარა VS კალიარი - ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონებმა რაღაც განსაკუთრებული შექმნეს - რანიერი კვარასა და ოსიმენზე
ჩემპიონებმა რაღაც განსაკუთრებული შექმნეს - რანიერი კვარასა და ოსიმენზე