გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი: ბარსას წინააღმდეგ 90 წუთი მაღალი ინტენსივობით თამაში ადვილი არასდროსაა

ლა ლიგის მე-17 ტურში გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონასთან“ ბრწყინვალე თამაში აჩვენა და „ვალენსიას“ ქულის მოპოვებაში გადამწყვეტი ტოლი ითამაშა.

საქართველოს ნაკრების მეკარეს „ბარსას“ წინააღმდეგ 7 „სეივი“ ჰქონდა და გუნდი აშკარად მარცხს გადაარჩინა.

შეხვედრის შემდეგ, მამარდაშვილმა პრესასთან ისაუბრა:

„დიდი გუნდის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ და ამის გამო გახარებული ვარ. სულ ეს არის, ჩემს თავზე მეტის თქმა არ მსურს. დღეს კარგად გამოვიყურებოდით, ბარსას წინააღმდეგ 90 წუთი მაღალი ინტენსივობით თამაში ადვილი არასდროსაა. შეხვედრიდან ერთ მომენტს ვერ გამოვყოფ, მთლიანი მატჩი გამორჩეული იყო, მთელმა გუნდმა დიდი ძალისხმევა გაიღო.

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ორ შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ, დღევანდელი ქულა ძალიან დაგვეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე. შინ მესტალიაზე თამაში ჩვენთვის ყოველთვის უფრო ადვილია, რადგან გულშემატკივრები ყოველთვის დიდ დახმარებას გვიწევენ“.

აქვე გეტყვით, რომ 23 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ყველა ტური სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. 17 მატჩიდან კარი მშრალად 5 შეხვედრაში შეინახა.

„ვალენსიამ'' 17 ტურში 20 ქულა დააგროვა და მე-10 პოზიციას იკავებს.

მამარდაშვილი VS ბარსელონა - ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განსაკუთრებული ბიჭია - მაცარიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
განსაკუთრებული ბიჭია - მაცარიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა