ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

Transfermarkt-მა ფასები განაახლა | გოჩოლეიშვილისა და აზაროვის პროგრესი

ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა უკრაინის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა. ცვლილებები „შახტარის“ ქართველ ლეგიონერებსაც შეეხოთ და მათმა ღირებულებამ მოიმატა.

2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, ირაკლი აზაროვი 2.5 მილიონ ევროდ გახლდათ შეფასებული. განახლებული მონაცემებით, მისი ფასი 3.5 მილიონი ევროა. გიორგი გოჩოლეიშვილი 1.5 მილიონ ევროდ იყო შეფასებული და აზაროვის მსგავსად, მისი ფასიც 1 მილიონით გაიზარდა - 2.5 მილიონი ევრო.

აღსანიშნავია, რომ ფასების განახლების შემდეგ, აზაროვმა ზურიკო დავითაშვილს გადაასწრო და Transfermarkt-ზე მე-4 ყველაზე ძვირად შეფასებული ქართველი ფეხბურთელია. ირაკლიზე წინ გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებიან. გოჩოლეიშვილს რაც შეეხება, ის მერვე პოზიციას იკავებს.

ცნობისთვის, 13 დეკემბერს, თბილისის დროით, 23:59-ზე, ქართველი ფეხბურთელების გუნდს მნიშვნელოვანი მატჩი ელის. „შახტარი“ სტუმრად „პორტუს“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის საგზურს დაისაკუთრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას მაგარი მატჩი | 15 ქულა, დაფარებები, ჩატენვები და გამარჯვება კლივლენდთან
გოგას მაგარი მატჩი | 15 ქულა, დაფარებები, ჩატენვები და გამარჯვება კლივლენდთან