ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„წაგებას არ ვიმსახურებდით“ | რა თქვა ნაპოლის კაპიტანმა ინტერთან მარცხზე

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ „ნერაძური“ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ მიიღო და 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, საკუთარი გუნდის თამაშზე „ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ ფეხბურთელებს თვითრწმენა დაუბრუნა.

„რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი არ ვართ და მატჩის შემდეგ, გასახდელში ყველანი იმედგაცრუებული ვიყავით. ინტერმა დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო, მაგრამ ვფიქრობ, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი მომენტები შევქმენით, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. საკუთარ კედლებში ქულებს ისევ ვერ ვიღებთ და გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ.

რა შეცვალა ვალტერ მაცარიმ? მან გუნდის გაერთიანება სცადა და თავდაჯერებულობა დაგვიბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული შეხვედრები დავთმეთ, ძლიერი გუნდი გვყავს და მუშაობა უნდა განვაგრძოთ. მთავარმა მწვრთნელმა იცის, გასახდელში როგორი ატმოსფეროა და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სკუდეტოსთვის ბრძოლა? ინტერსა და იუვენტუსს დიდი უპირატესობა აქვთ, მაგრამ ჩვენი მიზანი არ შეცვლილა. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. იმედგაცრუებული ვართ, მაგრამ უნდა გავერთიანდეთ, რადგან ბოლო შეხვედრებში პოზიტიური ნიშნების დანახვა ნამდვილად შეიძლება. რეალთან და დღევანდელ მატჩში წაგებას არ ვიმსახურებდით და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. იუვენტუსთან დაპირისპირება მთელი ნეაპოლისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია და გვინდა, კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 14 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა, „იუვენტუსთან“, 8 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აპლოდისმენტები! გამორჩეული, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი“ - ინტერში ხვიჩათი აღფრთოვანებულები არიან
„აპლოდისმენტები! გამორჩეული, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი“ - ინტერში ხვიჩათი აღფრთოვანებულები არიან