გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ახალი ცნობები მიქაუტაძეზე | მეცში დაბრუნება რეალურია, მარსელის ინტერესი სერიოზული არაა

„აიაქსის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის მომავალზე უცხოურ პრესაში აქტიურად საუბრობენ. ახალგაზრდა თავდამსხმელს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ დიდია ალბათობა, მან იანვარში ადგილსამყოფელი, მინიმუმ დროებით, გამოიცვალოს.

ფრანგული გამოცემები წერდნენ, რომ მიქაუტაძის ერთ-ერთი მსურველი „მარსელი“ გახლდათ, მაგრამ ცნობილი ჟურნალისტის, რომაინ კანუტის მიხედვით, „ოლიმპიელები“ მის კანდიდატურაზე სერიოზულად არ ფიქრობენ. კანუტის ცნობით, კლუბებს შორის კონტაქტი არ ყოფილა და „აიაქსს“ შუამავლები დაუკავშირდნენ, რომლებმაც იანვარში მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე, ამსტერდამელებისგან ინფორმაცია გამოითხოვეს.

როგორც ირკვევა, ამ მომენტისთვის, გიორგის გაფორმების საუკეთესო შანსი „მეცს“ აქვს. ფრანგულ კლუბში ამ გარიგებაზე მსჯელობა ისევ მიმდინარეობს და მიქაუტაძე „მეცში“ გადასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე „აიაქსში“ დარჩენასთან. ვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება თუ ამსტერდამელთა რომელიმე შემტევი ტრავმას მიიღებს და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდება.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ „აიაქსის“ მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა და საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე სულ 244 წუთი გაატარა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრაქტიკულად არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
80-იანი წლების საუკეთესო თავდამსხმელები | რამაზ შენგელია FourFourTwo-ს რჩეულთა შორის
80-იანი წლების საუკეთესო თავდამსხმელები | რამაზ შენგელია FourFourTwo-ს რჩეულთა შორის