ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მზად არიან, სიგიჟეები გააკეთონ | ჩელსის კვარას გადაბირება უნდა

იტალიურ პრესაში ლონდონის „ჩელსის“ სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია დაიწერა. Calciomercato-ს ინფორმაციით, „ლურჯები“ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელით, ხვიჩა კვარაცხელიათი სერიოზულად ინტერესდებიან და მის გარდა, ვიქტორ ოსიმენის გაფორმებაც სურთ.

Calciomercato-ს მიხედვით, „არისტოკრატები“ „კვარასთვის“ ბრძოლაში წამყვან პოზიციებს იკავებენ და გეგმავენ, „პარტენოპეისთან“ მოლაპარაკებები დაიწყონ. როგორც იტალიური გამოცემა წერს, ლონდონელები მზად არიან, ტრანსფერის დასახურად „სიგიჟეები ჩაიდინონ“ და 100 მილიონი ევროს ოდენობის წინადადების ჩამოსვლაზე პრობლემა არ აქვთ.

ოსიმენს რაც შეეხება, მაურისიო პოჩეტინოს შემადგენლობის გაძლიერება სურს და შემტევის დამატება უნდა. ლონდონელები მზად არიან, ნიგერიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ დიდი თანხები გაიღონ და პრემიერ ლიგაში გადასვლა „პარტენოპეის“ ცენტრფორვარდსაც სურს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ჩელსის“ ინტერესი ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ბენ ჯეიკობსმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ „ლურჯების“ გარდა, „კვარა“ „მანჩესტერ სიტისა“ და „ნიუკასლის“ რადარზეც იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი მის საყვარელ საქართველოსთან ყველაზე ახლოსაა“ | სიომინმა კვარაზე ისაუბრა
„ნაპოლი მის საყვარელ საქართველოსთან ყველაზე ახლოსაა“ | სიომინმა კვარაზე ისაუბრა