ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლი მის საყვარელ საქართველოსთან ყველაზე ახლოსაა“ | სიომინმა კვარაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველ შემტევზე ისაუბრა. სიომინმა ყურადღება „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრაზე გაამახვილა, რომელსაც ნეაპოლური კლუბი „რეალთან“ გამართავს და „კვარას“ მსოფლიო დონის მოთამაშე უწოდა.

„ნაპოლი დიდი კლუბია. იტალიის ჩემპიონი გახდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ხვიჩა ნაპოლის დონეს, ტემპერამენტსა და იდეებს იდეალურად შეეფერება. მგონია, რომ ეს კლუბი მის საყვარელ საქართველოსთან ყველაზე ახლოსაა და ვერ ვიტყოდი, რომ პარტენოპეისთვის ძალიან გაიზარდა. ადგილსამყოფლის შეცვლაზე ფიქრის დასაწყებად ჯერ ადრეა. კვარაცხელიას ნაპოლი უყვარს და გუნდში თავს კომფორტულად გრძნობს.

იქნება თუ არა მისთვის რეალთან გასამართი მატჩი განსაკუთრებული, რადგან სამეფო კლუბს ქომაგობს? ხვიჩა დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და მისთვის თითოეული მატჩი მოტივაციაა. დღესდღეობით, კვარა მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ის უბრალოდ მოედანზე უნდა გავიდეს და თავისი საქმე გააკეთოს. შემტევი პოტენციალი ორივე გუნდს აქვს. ნაპოლის ახალი თავკაცი, ვალტერ მაცარი მოამზადებს და ვნახოთ, რას მოიფიქრებს“.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 7 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მე-2 პოზიცია უკავია. „პარტენოპეისა“ და „რეალის“ მატჩი 29 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტს ხელი მოაწერა - ბექაური პსჟ-ს ღირსებას დაიცავს
კონტრაქტს ხელი მოაწერა - ბექაური პსჟ-ს ღირსებას დაიცავს