ჩელსი, მაურისიო პოჩეტინო
Aa
Aa

პოჩეტინო: “ნიუკასლთან სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი გვქონდა“

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის „ჩელსი“ „ნიუკასლთან“ 1:4 განადგურდა. „არისტოკრატები“ საკმაოდ ბევრ გოლს უშვებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, „ლურჯების“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

პოჩეტინო:

„არავინ აღნიშნა ის ფაქტი, რომ „მანჩესტერ სიტისთანაც“ 4 გოლი გავუშვით. ხაზს ახლა „ნიუკასლთან“ შეხვედრის შემდეგ უსვამთ. სამწუხაროდ, კონცენტრაცია გვაკლია. ამდენი გოლის გაშვებით იმედგაცრუებულები ვართ.

დამერწმუნეთ, ამ საკითხზე ხშირად ვსაუბრობთ. გვინდა, რომ დაცვაში გაცილებით სოლიდურები ვიყოთ. ეს მხოლოდ დაცვის ხაზს არ ეხება. ეს არ არის ჩვენი თამაში. როგორც გუნდს და ჯგუფს დღეს პრობლემები გვაქვს. იმედგაცრუებული ვარ. სეზონში ყველაზე ცუდი თამაში იყო. საკუთარ თავს ვადანაშაულებთ.“

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში „ჩელსი“ „მანჩსტერ სიტისგან“ 4 გოლი გაუშვა, თუმცა ამავე რაოდენობის გოლებიც გაიტანა. ორი მატჩის ჯამში კი გამოვიდა, რომ ლონდონელებმა 8 გოლი გაუშვეს. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში „არისტოკრატებმა“ 20 გოლი გაუშვეს.

ამ მომენტისთვის, არგენტინელი სპეციალისტის გუნდი სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, „ჩელსი“ „ბრაიტონს“ უმასპინძლებს.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმიანობა გრძელდება - ანსუ ფატიმ ტერფი დაიზიანა
ტრავმიანობა გრძელდება - ანსუ ფატიმ ტერფი დაიზიანა