სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო
Aa
Aa

მამუკელაშვილის 5 ქულა და სან ანტონიოს მე-10 მარცხი

გამთენიისას NBA-ს მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ მორიგი მარცხი იწვნია. ამჯერად „მემფს გრიზლისთან“ 108:120 დათმეს.

მამუკელაშვილმა შეხვედრაში 11:18 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 გადაცემა იყო.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, „სან ანტონიომ“ დიდ შესვენებამდე კარგად ითამაშა და 68:51-საც იგებდა, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედები ჩააგდეს. „მემფისმა“ 36:26 და 33:14 მოიგო და პოპოვიჩის გუნდს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა.

„სფურსის“ მხრიდან ორმაგი დუბლით ვიქტორ ვემბანიამა გამოირჩა - 19 ქულა, 13 მოხსნა. 24 ქულა ჰქონდა კელდონ ჯონსონს.

„მემფისის“ რიგებში ჯარენ ჯექსონმა 27 ქულა ჩააგდო. სანტი ალდამას 17 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა. დეზმონდ ბეინს 26 ქულა, ბისმარკ ბიომბოს კი 14 ქულა და 9 მოხსნა.

„სან ანტონიო“ 3 მოგებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოკოს კარგი თამაში და ორმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა | ვირტუს ბოლონიას მარცხი ევროლიგაზე
თოკოს კარგი თამაში და ორმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა | ვირტუს ბოლონიას მარცხი ევროლიგაზე