ვილი სანიოლი, ლუკა ლოჩოშვილი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ლოჩოშვილი: ესპანეთთან მძიმე მარცხი კარგი გაკვეთილი იყო

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლთან ერთად ლუკა ლოჩოშვილიც იმყოფებოდა.

ლუკა ლოჩოშვილი:„მარცხი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. მარცხის გარეშე ვერც მოიგებ. ვფიქრობ, სტაფიდან დაწყებული თითოეულ ფეხბურთელამდე დამთავრებული ეს ვითარება ყველამ გაანალიზა, თავისი პასუხისმგებლობა აიღო და დასკვნები გამოიტანა. როგორც ვილიმ აღნიშნა, ესპანეთთან მძიმე მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო. ამ ყველაფერს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მარტში მსგავსი შეცდომები აღარ იყოს.

შოტლანდიასთან პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში შოტლანდიის ნაკრები აქტიურობდა. ალბათ, ბოლო წუთებში იღბალიც დაგვაკლდა. საერთო ჯამში, ჩემი აზრით კარგი მატჩი გვქონდა''.

ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 19 ნოემბერს, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მატჩი ვალიადოლიდის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, თბილისში გამართული დაპირისპირება ესპანელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა (1:7).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები