Aa
Aa

"კლერმონის" მორაგბემ საშინელი ტრავმა მიიღო

საშინელი ტრავმა მიიღო საფრანგეთის ნაკრების და „კლერმონის“ მორაგბე კამილ ლოპესმა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ნორთჰემპტონთან“ შეხვედრაში ფრანგმა 23-ე წუთზე კოჭი მოიტეხა და უახლოეს საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. გუნდის პრესსამსახურის ინფორმაციით 28 წლის ლოპესს მინიმუმ 5 თვე გაუცდება.

„კლერმონმა“ მეტოქის ძლევა მაინც მოახერახა 24:7.

რაც შეეხება ლოპესს იგი უმძიმესი ტრავმის გამო სანაკრებო ტესტებს და 6 ერის გათამაშებას გამოტოვებს.

ფრანგი მგეზავი კლერმონის რიგებში 2014 წლიდან ირიცხება და ამ დროის მანძილზე 80 შეხვედრაში 490 ქულა აქვს გატანილი. რაც შეეხება მის სანაკრებო მონაგარს, კამილის ანგარიშზე 16 კეპი და 139 ქულაა.

ცხელი ამბები