ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

კვარა ლავეცის როლში - როგორ ითამაშებს მაცარის ნაპოლი

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ რუდი გარსიას გათავისუფლების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად ვალტერ მაცარი დაინიშნა. იტალიელი სპეციალისტი სამუშაოს დღეიდან შეუდგება და გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშსაც ჩაატარებს.

სანამ სანაკრებო შესვენებაა და ფეხბურთელთა ძირითადი ნაწილიც ეროვნულ გუნდშია გამოძახებული, ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი მაცარის ხელმძღვანელობით, „ნაპოლის“ შესაძლო სათამაშო სტილს განიხილავს და კონკრეტული ფეხბურთელების როლის შესახებ წერს.

რა წერია GAZZETTA-ს სტატიაში:

ვალტერ მაცარი სპალეტის 4-3-3 წყობაზე ამბობდა, რომ ლამაზი იყო, თუმცა, მას არასდროს შეეძლო ამ სტილით თამაში, რადგან შესაბამისი მოთამაშეები არ ჰყავდა. ახლა კი მას „ნაპოლიში“ ისეთი ფეხბურთელები დახვდება, რომლებიც ამ სისტემაშია გაწვრთნილი.

იმისთვის, რომ მოთამაშეები მოედანზე უფრო კომფორტულად იყვნენ, მაცარის შეუძლია 4-3-3 წყობა აირჩიოს, ეს მისთვის აბსოლუტური სიახლე იქნება. სინამდვილეში, „რეჯინას“, „სამპდორიას“, „ინტერს“, „ტორინოსა“ და ძველ „ნაპოლის“ 3-5-2, 3-4-1-2 და 3-4-2-1 წყობებით ათამაშებდა, ეს ყოველთვის იყო მისი საყვარელი სისტემა.

ახლანდელი „ნაპოლის“ შეტევაში, კლასიკური შემადგენლობა კვარაცხელია-ოსიმენი-პოლიტანოს ტრიოა, თუმცა, შესაძლოა მაცარიმ პოლიტანოს ნაცვლად ჟიელინსკი გამოიყენოს და 2012 წლის მსგავსი ვითარება შექმნას: ჟიელინსკი ჰამშიკის როლში, კვარაცხელია ლავეცის როლში და ოსიმენი კავანის როლში.

შეგახსენებთ, რომ ვალტერ მაცარი „ნაპოლიში“ 2009-2013 წლებშიც მუშაობდა გუნდთან ერთად ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი, იტალიის თასი მოიგო. სხვადასხვა წლების განმავლობაში, 62 წლის სპეციალისტი „რეჯინაში“, „ინტერში“, „სამპდორიაში“, „უოტფორდში“, „ტორინოში“ და „კალიარიში“ მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გარსიას გადაწყვეტილება პოკერში All In-ში შესვლას ჰგავდა“ - ჯაკერინი ხვიჩას სკამზე დატოვებაზე
„გარსიას გადაწყვეტილება პოკერში All In-ში შესვლას ჰგავდა“ - ჯაკერინი ხვიჩას სკამზე დატოვებაზე