სანდრო მამუკელაშვილი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ზაკ კოლინსი, ჯოშ გიდი
Aa
Aa

მამუკელაშვილს ზურგი აწუხებს | სან ანტონიო ოკლაჰომასთან განადგურდა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგო. გრეგ პოპოვიჩის ბიჭებმა „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ ვერაფერი გააწყვეს და სტუმრად გამართულ მატჩში 36 ქულით განადგურდნენ - 87:123.

ქართველ კალათბურთელს ზურგის ტკივილი აწუხებს და ტექსასელთა ექიმებმა პარკეტზე გასვლის უფლება არ მისცეს. „მამუს“ გარდა, „სან ანტონიოს“ კელდონ ჯონსონი და ტრე ჯონსიც ვერ დაეხმარნენ და მათ გარეშე „სპურსმა“ „თანდერს“ ვერაფერი დაუპირისპირა.

„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 13-13 ქულა ჯულიენ ჩემპეინსა და ზაკ კოლინსს ჰქონდათ. დევინ ვესელმა 12 ქულა დააგროვა, ვიქტორ ვემბანიამამ 8 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, ხოლო მალაკაი ბრენჰემს 11 ქულა ჰქონდა. „ოკლაჰომას“ 28 ქულით შეი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა. ჯოშ გიდიმ 18 ქულა, 7 მოხსნა და ამდენივე ასისტი გაიფორმა, ხოლო ჯეილენ უილიამსის ანგარიშზე 11 ქულა იყო.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 3 მოგება და 8 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-14 პოზიციას იკავებს. „სპურსი“ მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს გამართავს და „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩატენვები და ბრწყინვალე პროცენტი | ბითაძის კარგი მატჩი ბრუკლინთან
ჩატენვები და ბრწყინვალე პროცენტი | ბითაძის კარგი მატჩი ბრუკლინთან