ხვიჩა კვარაცხელია, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

კვარაცხელიას აჯობა | ლაუტარო მარტინესი სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

„ინტერის“ თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გამოკითხვა EA Sports-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა და არგენტინელი შემტევი მონაწილეთა რჩეული გახდა.

ლაუტაროს გარდა, გამოკითხვაში მონაწილეობა „ნაპოლის“ გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, „ბოლონიას შემტევმა, რიკარდო ორსოლინიმ, „მილანის“ გარემარბმა, კრისტიან პულიშიჩმა, „ფროზინონეს“ თავდამსხმელმა, მატიას სულემ და „იუვენტუსის“ მცველმა, ბრემერმა მიიღეს.

ცნობისთვის, ოქტომბერში, „ინტერმა“ სერია A-ში 3 შეხვედრა გამართა და „რომა“ და „ტორინო“ დაამარცხა, „ბოლონისთან“ კი ფრეს დასჯერდა. ლაუტარომ 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ტოპ 10 ფეხბურთელი | GiveMeSport-ის რჩეულთა შორის კვარაც მოხვდა
მსოფლიოს ტოპ 10 ფეხბურთელი | GiveMeSport-ის რჩეულთა შორის კვარაც მოხვდა