ნაპოლი, უნიონ ბერლინი
Aa
Aa

ნაპოლი VS უნიონ ბერლინი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში „ნაპოლი“ „უნიონ ბერლინს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

წინა მატჩი:

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 24 ოქტომბერს გაიმართა, რომელიც „ნაპოლიმ“ მძიმე ბრძოლაში 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი ჯაკომო რასპადორიმ ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა.

„ნაპოლი“

ბოლო პერიოდში, რუდი გარსიას შეგირდები უკეთეს ფორმაში არიან. სერია ა-ს გასულ ტურში, „პარტენოპეი“ „სალერნიტანას“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. გოლები რასპადორიმ და ელმასმა გაიტანეს. ამ მომენტისთვის, მოქმედი ჩემპიონი სატურნირო ცხრილში 21 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება.

„უნიონ ბერლინი“

გერმანულმა გუნდმა უკანასკნელად 26 აგვისტოს „დარმშტადთან“ გაიმარჯვა. ამის შემდეგ, „უნიონმა“ ყველა თამაში წააგო, მათ შორის ბუნდესლიგის გასული ტურის მატჩი ფრანკფურტის „აინტრახტთან“ 0:3.

დანაკლისები:

ამ მხრივ უფრო დიდი პრობლემა „ნაპოლის“ აქვს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ვიქტორ ოსიმენი ვერ ითამაშებს. ნიგერიელი თავდამსხმელი ნოემბრის ბოლოს დაბრუნდება. „უნიონიდან“ კი შაფერი და შვოლოუ ვერ ითამაშებენ.

რა თქვა გარსიამ მატჩის წინ?

რაც აქ მოვედი, 14 შეხვედრა ჩავატარე და ყველა მათგანში რასპადორი ყოველთვის იყო მთავარი გმირი, მას დიდი ხარისხი აქვს და ამას ამტკიცებს როგორც გოლებით, ისე საგოლე გადაცემებით. მომწონს, როგორც თამაშობს, გუნდს კარგად აკავშირებს, თავსაც იცავს და სხვადასხვა პოზიციებზე თამაშიც შეუძლია. შეიძლება უკეთესად თამაშიც შეეძლოს, მაგრამ მას შეუძლია როგორც ნახევრადშემტევის პოზიციაზე თამაში, ისე გარემარბის პოზიციაზეც. ყველაზე ძლიერი გუნდი, სადაც მიმუშავია? გუნდები ერთმანეთისგან ყოველთვის განსხვავდებიან, რადგან ისინი ერთსა და იმავე ჩემპიონატში, ერთი და იგივე ფეხბურთელებით არ თამაშობენ. მაგრამ „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, სადაც მიმუშავია.

იქნება თუ არა ლინდსტრომი ხვალინდელ შეხვედრაში? საბედნიეროდ, უკვე დიდი ხანია, რაც მწვრთნელს 5 შეცვლის უფლება აქვს და მწვრთნელებს შეუძლიათ შედეგზე ტაქტიკურად მოახდინონ გავლენა. მაგრამ არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც სისტემატურად იწყებენ თამაშს სასტარტოდან. იმისთვის, რომ რომელიმე მოთამაშემ თამაში ხშირად დაიწყოს, ამისთვის უნდა აჩვენოს, რომ გუნდისთვის გოლებით, ასისტებით და დაცვაში დახმარება შეუძლია. ვინც ამას უფრო უკეთ აკეთებს, თამაშსაც უფრო ხშირად იწყებენ. ამიტომაც თამაშობენ კვარა და პოლიტანო უფრო მეტს. „სალერნიტანასთან“ მატჩზე: პირველ ტაიმში სამკუთხედი კარგად თამაშობდა და შეგვიძლია ხვალაც „უნიონ ბერლინს“ იგივე შევთავაზოთ. ფეხბურთელები აგრესიულად თამაშობდნენ, მაგალითად რასპადორი, რამაც ლობოტკასთან კარგად შეთამაშების შესაძლებლობა მისცა. მეორე ტაიმშიც კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ოჩოამ კარგი ბურთები აიღო. მიხარია, რომ შეცვლაზე შემოსულმა ელმასმა გოლი გაიტანა. ვინც მოედანზე შემოდის, თამაშში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. სათადარიგოთა სკამზე ბევრი ხარისხიანი მოთამაშე გვყავს, ახალი ხალხი, რომლებსაც გუნდის თამაშის გაუმჯობესება, ამ იმავე დონის შენარჩუნება შეუძლიათ.

რაც შეეხება „უნიონ ბერლინთან“ მატჩს, არცერთი თამაში არ არის მარტივი, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა. მეტოქეს კარგი დრო არ უდგას, მაგრამ როდესაც ტოპ 5 ლიგის გუნდს ხვდები, ეს ნიშნავს, რომ ხელწამოსაკრავი მეტოქე არაა. რთულ მატჩს ველით და თუ კოლექტიურ თამაშს ვაჩვენებთ, გავიმარჯვებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მარადონას სტადიონი ჩვენთვის კვლავ ძლიერი მხარე გახდეს. გულშემატკივრები ყოველთვის ფანტასტიკურები იყვნენ და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ გამარჯვებაში დაგვეხმარებიან. თუმცა, ეს არამხოლოდ ხვალ, არამედ ყოველთვის ასე უნდა იყოს.

ვფიქრობთ, რომ მეტოქე ჩვეული ფორმაციით ითამაშებს, 3 ან 5 მცველით, მაგრამ ვნახეთ, რომ გერმანიის თასზე 4-თაც ითამაშეს. პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ, შემდეგ კი მათ პრობლემები შევუქმნათ ჩვენი სისტემით და მაღალი პრესინგით. ასევე, მზად უნდა ვიყოთ მოწინააღმდეგის ფორმაციის ცვლილებისთვისაც. ოსიმენი? ის ვარჯიშს ხვალიდან დაუბრუნდება, მაგრამ ახლა ნამდვილად მიუწვდომელია. დღეს ყურადღებას იმაზე ვამახვილებ, ვინც ჩემს განკარგულებაშია. დაგვიბრუნდა ანგისა და ჟეზუსიც ბრუნდება. ლაზარეთი ცარიელდება და იმედი მაქვს, რომ ასე დიდი ხნით დარჩება. იმედი მაქვს, რომ იმ 23-კაციან განაცხადში მყოფი ფეხბურთელები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ."

რა თქვა ურს ფიშერმა მატჩის წინ

პირველი მატჩი კარგად ჩავატარეთ, გოლის გატანის კარგი შესაძლებლობები გვქონდა. „ნაპოლის’’ 1 შანსი ჰქონდა და ეს შანსი გამოიყენა, ეს უიღბლობაა, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ მაღალ დონეზე შეიძლება მოხდეს. გვსურს, ხვალ კარგად ვითამაშოთ ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ქომაგებისთვის და წარუმატებელი სერია შევწყვიტოთ.

პირველივე წუთიდან „ნაპოლის’’ მხრიდან ზეწოლას ველით, რადგან მათ გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა სურთ. ცხადია, გუნდში ისეთი განწყობა არაა, როგორიც გასულ ზაფხულში იყო, მაგრამ ეს ლოგიკურია წარუმატებელი თამაშის გამო. მიუხედავად ამისა, თამაშის სურვილი უნდა გამოვავლინოთ. ზეწოლა ყოველი მატჩის შემდეგ იზრდება, თუმცა როცა თამაში იწყება, მხოლოდ მატჩზე ვფიქრობთ."

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „უნიონ ბერლინის“ დაპირისპირება 8 ნოემბერს, საქართველოს დროით 21:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლამპარდი: “ჩელსიმ ბელინგემი 20 მილიონ ევროდ არ იყიდა“
ლამპარდი: “ჩელსიმ ბელინგემი 20 მილიონ ევროდ არ იყიდა“