ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარის შვილის გატაცება სცადეს - დამნაშავე დაკავებულია

ბრაზილიური მედია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, ნეიმარსა და ცნობილ ინფლუენსერს ბრუნა ბიანკარდის შვილი შეეძინათ.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ბრუნას სახლში დილით უცხო ადამიანი შეიჭრა და ახალშობილის გატაცება სცადა. საბედნიეროდ, მან ეს ვერ მოახერხა და მეტიც, სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ახლა ბრუნას სახლთან 24-საათიანი მორიგება მიმდინარეობს და პოლიცია სახლს 1 წუთითაც არ შორდება.

ცნობისთვის, ნეიმარი ინციდენტის დროს სახლში არ იმყოფებოდა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათით ადრე, შვილის წვეულებაზე იმყოფებოდა და ბავშვთან ერთად სურათიც კი გადაიღო.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გამტაცებელი დაკავებულია და სულ მალე მას სასამართლო განაჩენს გამოუტანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ტოპ 5 ლიგა: მესი წარმატებული დრიბლინგებით ლიდერია
ევროპის ტოპ 5 ლიგა: მესი წარმატებული დრიბლინგებით ლიდერია