ნეიმარი, სელესაო, ალ-ჰილალი
Aa
Aa

ნეიმარს ოპერაცია ჩაუტარდა - მის დაბრუნებას კოპა ამერიკაზე ელიან

ნეიმარს, რომელმაც გასულ თვეში მარცხენა ფეხის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და ამავდროულად მენისკი დაუზიანდა, ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ოპერაციას ცნობილი ბრაზილიელი ექიმი როდრიგო ლასმარი უძღვებოდა, რომელიც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებსა და „ატლეტიკო მინეიროში’’ მუშაობს.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ ნეიმარი მინდორს ივნისში დაუბრუნდება და „სელესაოს’’ კოპა ამერიკაზე დაეხმარება. კოპა ამერიკის 2024 წლის გათამასება 20 ივნისს დაიწყება.

„ალ-ჰილალის’’ ფეხბურთელმა ტრავმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ურუგვაისთან მატჩში მიიღო. ანგარიში 42-ე წუთზე გაიხსნა და „ლა სელესტე“ დარვინ ნუნიესმა დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს, „სელესაოს“ გულშემატკივრებისთვის საშინელი რამ მოხდა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნეიმარმა ტრავმა მიიღო და ატირებული ბრაზილიელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. 

სავარაუდოდ, ნეიმარს სრული რეაბილიტაციისთვის 8-10 თვე დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები