ბათუმის დინამო
Aa
Aa

ფოთი დამარცხებულია - ბათუმის დინამო საქართველოს თასის ფინალშია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა. ფოთის „კოლხეთმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. აჭარლებმა 3:1 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ და 50-ე წუთზე იაკობსენმა ანგარიში გახსნა. ზუსტად 3 წუთში, მასპინძლებს სიჭინავა გაუძევეს და დემჩენკოს გუნდმა გარდამტეხი უპირატესობა სწორედ ამის შემდეგ მოიპოვა.

აჭარლები ბევრს უტევდნენ, თუმცა 10-კაციანმა „კოლხეთმა“ წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხა. 67-ე წუთზე თავი ჯიჯავაძემ გამოიჩინა.

„დინამომ“ ზეწოლა გაზარდა და 86-ე წუთზე ფლამარიონმა ეფექტური გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფლამარიონმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. რამდენიმე წუთში კი გრიგოლ ჩაბრაძე გააძევეს, რომელიც ფინალს გამოტოვებს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარის შვილის გატაცება სცადეს - დამნაშავე დაკავებულია
ნეიმარის შვილის გატაცება სცადეს - დამნაშავე დაკავებულია