ილია სულამანიძე
Aa
Aa

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, -100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძემ ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ტურნირის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ისრაელის წარმომადგენნელი პეტერ პალჩიკი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ფინალში ოქროს მედალს შეუტევს.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, ოქროს მედლისთვის +100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილიც იბრძოლებს, ფინალში გასვლის შანსი კი -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურსაც აქვს, რომელიც ნახევარფინალურ შეხვედრას რამდენიმე წუთში გამართავს.

ამ დროისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე 1 ვერცხლის მედალია. გუშინ, -81 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები