ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

ვერცხლის მედალს დაეუფლა - გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდა

საფრანგეთში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი -81კგ კატეგორიაში ფინალში გავიდა.

ქართველი ძიუდოისტის მოწინააღმდეგე თურქი ალბაირაკი იყო. გულშემატკივრებმა საკმაოდ დაძაბული ფინალი იხილეს, რომელიც ტატოს უპირატესობით დაიწყო. ალბაირაკმა ორი შიდოც კი მიიღო, მაგრამ შემდეგ გააქტიურდა და ორი შიდო უკვე გრიგალაშვილმა მიიღო.

სამწუხაროდ, ფინალის ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ალბაირაკმა 1 ქულა მოიპოვა, ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართულ დელეგაციას კიდევ ერთი მედლის მოპოვების შესაძლებლობა ჰქონდა. შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა, თუმცა დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას კარგი თამაში და მაღალი შეფასება - ნაპოლიმ აუტსაიდერი დაამარცხა
ხვიჩას კარგი თამაში და მაღალი შეფასება - ნაპოლიმ აუტსაიდერი დაამარცხა