ერიკ ტენ ჰაგი, ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

Daily Mail: ფეხბურთელები თვლიან, რომ ტენ ჰაგის მიდგომები გუნდში გარემოს აფუჭებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები არ იზიარებენ ერიკ ტენ ჰაგის მკაცრ და რადიკალურ მიდგომებს.

Daily Mail-ის ცნობით, „მანკუნიანელთა“ ფეხბურთელები შიშობენ, რომ მთავარი მწვრთნელის მკაცრი მიდგომა გარკვეული პრობლემების გადასაჭრელად გუნდში ჰარმონიაზე ცუდად აისახება.

ფეხბურთელები თვლიან, რომ გარკვეული ადამიანების მიმართ ტენ ჰაგის მოპყრობამ უარყოფითი გავლენა იქონია და ეს გუნდის თამაშზე, ასევე ერთიანობაზე აისახა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში ტენ ჰაგსა და ჯეიდონ სანჩოს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. ინგლისელი დისციპლინის დარღვევისთვის დაისაჯა, თუმცა ეს დღემდე ბევრისთვის არასაკმარისად არგუმენტირებულად რჩება.

სანჩომ ტენ ჰაგს ტვიტერზე უპასუხა: „დიდი ხანია განტევების ვაცი ვარ – ეს უსამართლობაა. ვარჯიშზე ბევრს ვმუშაობდი, არ დაიჯეროთ რასაც კითხულობ. დარწმუნებული ვარ სხვა მიზეზებიც იყო“. - პოსტი გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა. 14 სექტემბერს ფეხბურთელს ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალეს.

პრემიერ ლიგის 10 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისევ იტყუები“ - მესიმ ბარსასთან დაახლოებული ჟურნალისტი ამხილა
„ისევ იტყუები“ - მესიმ ბარსასთან დაახლოებული ჟურნალისტი ამხილა