ნეიმარი
Aa
Aa

ბოლო ცნობები ნეიმარზე - ტრავმა უმძიმესია, 10 თვე ვერ ივარჯიშებს

ნემარმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურუგვაის წინააღმდეგ შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო და სეზონი დაასრულა.

დღეს, ბრაზილიურმა Globo-მ ფეხბურთელზე მორიგი დაზუსტებული ცნობა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ნეიმარს 10 თვე გაუცდება. მის სარეაბილიტაციო კურსს დაახლოებით ამდენი დასჭირდება.

როგორც ცნობილია, ნეიმარმა ჯვარედინი მყესები და მენისკი ერთდროულად გაიწყვიტა, რაც ფეხბურთელისთვის ყველაზე რთულ პროცედურებთან არის კავშირში.

წყაროს ცნობით, ნეიმარს ოპერაცია მიმდინარე კვირის ბოლოს ჩაუტარდება. პროცედურა ბრაზილიაში ქალაქ ბელუ ორიზონეში შედგება.

31 წლის ნეიმარმა საუდის არაბეთის ლიგაში მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო და თავი 3 ასისტით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი მარიას პასუხი ლოთარ მათეუსს: „წადი სხვაგან იტირე“
დი მარიას პასუხი ლოთარ მათეუსს: „წადი სხვაგან იტირე“