ზედიზედ მეორედ - სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონია
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონია

დასრულდა 2023 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი. ფინალში ერთმანეთს ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ. მატჩი 12:11 დასრულდა და სამხრეთ აფრიკა ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ისტორიაში კი მეოთხედ.

საინტერესო ის გახლავთ, რომ აფრიკელებმა ფინალი ისე მოიგეს, რომ ლელო ვერ დადეს. პირველ ტაიმში, პოლარდმა 4-ჯერ ზუსტად შეასრულა ჯარიმა და საკუთარ ნაკრებს 12 ქულა მოუტანა.

ზელანდიამ კი ორი ჯარიმა შეასრულა ზუსტად. შესაბამისად, პირველი ტაიმი 12:6 დასრულდა. მეორე ნახევარში, უფრო მეტს ზელანდიელები აქტიურობდნენ და ერთი ლელოს დადებაც მოახერხეს. 58-ე წუთზე თავი ბარეტმა გამოიჩინა.

ამის შემდეგ, სამხრეთ აფრიკა ტაქტიკურად სწორად თამაშობდა და ახალ ზელანდიას არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა. მეტიც, ბოლო წუთებზე ახალი ზელანდია ახლოსაც კი არ იყო ლელოსთან, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში საჯარიმო დარტყმა გააფუჭეს, რა დროსაც წინ გასვლა შეეძლოთ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკამ მეოთხედფინალში მასპინძელი საფრანგეთი დაამარცხა, ნახევარფინალში ინგლისს აჯობა, ხოლო ფინალში, როგორც უკვე მოგახსენეთ ახალი ზელანდია არ დაინდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმცროსი ბორჯღალოსნება - ბოლო მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის
უმცროსი ბორჯღალოსნება - ბოლო მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის